„ნატოს სამიტი ახლოვდება და სულ უფრო და უფრო ხშირად დაისმება კითხვა მოგცემენ თუ არა მაპს.
ილუზია არ მაქვს რომ კიდევ ასჯერ არ მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც:
არ მოგვცემენ.
თუ ამის მიუხედავად მორიგ კითხვად მაინც დაისმება "და მაშინ იქნებ პირდაპირ მიგვიღონ ნატოში" (რასაც ახლა თურმე თავდაცვის მინისტრი აპირებს მოითხოვოს), პასუხია:
არა, მითუმეტეს არა.
და ეს იმიტომ რომ წინააღმდეგია რამდენიმე ქვეყანა და მათთან სათანადო მუშაობა არ მიდის. გარდა ამისა, ნატო გადართულია წევრი ქვეყნების დაცვაზე და ჩვენთვის ნაკლებად სცხელა (ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემს).
ოდესღაც ეს ვითარება შეიცვლება და ნატოს ჩვენთვის უფრო ეცლება, მაგრამ იქამდე მთავრობამ ბოლოსდაბოლოს უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა იმ სახელმწიფოებთან ვინც ახლა გვბლოკავს.
თუ არადა ყოველი სამიტის წინ ისევ ცირკი გველის.“- წერს თორნიკე შარაშენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






