თბილისის მერია მოქალაქეების მიერ ტერიტორიების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:27, 20 Apr, 2016     1751

დედაქალაქის მთავრობა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, მერიის განცხადებით მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს:

„ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც, დედაქალაქის მერიის მხრიდან რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია და მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება უკანონო ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს.

ამ ეტაპზე, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ იქნა დატოვებული შეტყობინება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, ანუ, არსებობს ვარაუდი, რომ ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა და ტერიტორიები დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის N29-ე კორპუსის მიმდებარედ მსგავსი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ამასთან, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები.

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატიურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42