ყოფილ პოლიციელებს ბრალს ჩანაწერის გასაჯაროებისთვის წარუდგენენ- ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკა - 13:11, 20 Apr, 2016     1928

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, დღეს, 14:00-ზე, თბილისის პროკურატურა პატრულის ყოფილ თანამშრომლებს ბრალს წარუდგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით ნუგზარ წიკლაურმა დღეს ბრიფინგი პატრულის ყოფილ თანამშრომელ ნიკა ალიხანაშვილთან ერთად გამართა.

ალიხანაშვილის თქმით, 2015 წლის იანვარში მთაწმინდა-ოქროყანის გზის გასაყარზე მან და მისმა მეწყვილემ არჩილ დავითულიანმა გააჩერეს მანქანა, რომელში მსხდომმა პირებმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ალიხანაშვილის ინფორმაციით, მანქანაში იმყოფებოდნენ ადვოკატი იმედა წიკლაური, მისი ძმა გიორგი წიკლაური და ადვოკატი ავალიანი. პატრულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მათ ერთი თვის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს, დღეს კი პროკურატურა ბრალს წარუდგენს.

"ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფირებზე ჩანს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები შეურაცხყოფას აყენებენ პატრულის თანამშრომლებს, ემუქრებიან მათ შემდგომი ანგარიშსწორებით. ამის შემდეგ სამმართველოს ხელმძღვანელობამ - მიქიაშვილმა და ჯოხაძემ - დაიბარა ორივე პოლიციელი და უთხრა, დაეწერათ პატაკი, გადამდგარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდათ ძალიან სერიოზული პრობლემები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლებმა მუქარის გამო დაწერეს განცხადება, თუმცა ჩაიწერეს საუბარი და გაასაჯაროეს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო იბარებენ პატრულის ყოფილ თანამშრომლებს პროკურატურაში.

"პროკურატურამ სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყვიტა მათი დასჯა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაა, შეწყდეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შეურაცხყოფა, დაკნინება და პატრულის თანამშრომლების დემორალიზაცია", - აღნიშნა წიკლაურმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42