თბილისის მერია მომავალი ზამთრისთვის კომუნალური ვაუჩერების სრულად გაუქმებას გეგმავს. დახმარების გარეშე შესაძლოა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიც დარჩნენ. მერიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ გაასაჯაროვა.
განცხადება საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გააკეთა. როგორც ცნობილია, განკარგულება ძალაში უკვე შესულია, რადგან ამ განკარგულებას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება.
„ეს ვაუჩერი, რომელიც ჩვენ დროს იქნა შემოღებული, მიუხედავად დენის ტარიფის ზრდისა, დედაქალაქში აბსოლუტურად გაუქმებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ოქტომბერი აინტერესებს. არჩევნების შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ქალაქში რა მოხდება, არჩევნების შემდეგ თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა, სწორედ ამ პრინციპს ამართლებს ბიუჯეტში განხორციელებული ბოლო ცვლილებები, როდესაც 700 ათასი ლარით გაიზარდა მერის რეკლამირებისთვის გამოყოფილი ხარჯი, როდესაც დაახოებით ამავე ოდენობით გაიზარდა მერის სარეზერვო ფონდი, ცენტრალურ დონეზე ჩვენ ვხედავთ, რომ 26 მილიონი ლარი იხარჯება კონცერტებზე, ის ფული, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, იხარჯება კონცერტებსა და რეკლამებში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






