„პარლამენტი პროფესიონალებით რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, რომლებსაც რეალურად სურთ საგადასახადო ტვირთის მოხსნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქციას ქმნიან ან სხვადასხვა მომსახურეობას სთავაზობენ მოქალაქეებს, მაშინ დამატებითი ღირებულების გადასახადს შეამცირებდნენ. თუმცა არ ვარ დარმწუნებული, რომ საქართველოს ამჟამინდელი ბიუჯეტი ამ ნოვაციას გაუძლებდა!
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ღია წერილში მე შევთავაზე მაღალმთიან რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინა. ეს იმ რაიონებს ეხება, სადაც საერთოდ არ არის საწარმოები და მოქალაქეები წარმოუდგენელ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.
ასეთი კანონი ქართულ ეკონომიკას რეალურად ბიძგს მისცემს და თუ კი ის სწორი გათვლებით ამოქმედდება, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებზე უარყოფით ზეგავლენას ნამდვილად არ მოახდენს.“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






