"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ალტერნატიული წინადადებებიცაა"- რა შეთავაზებები აქვს ინტერპარტიულს უმრავლესობასთან
პოლიტიკა - 19:33, 19 Apr, 2016     1386
„ახალი მემარჯვენეების’ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა ქმედებებს მიმართავს არასაპარლამენტო ოპოზიცია მომავალში. აღნიშნული განცხადება მამუკა კაციტაძემ დღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა:

„სამიოდე კვირის წინ ინტერპარტიული ჯგუფის წევრები შეხვდნენ ოცნების წარმომადგენლებს სადაც ინტერპარტიული ჯგუფის მხრიდან მოხდა 5 პუნქტიანი გეგმის შეთავაზება. არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნების დეტალური განხილვა მოხდა პრემიერ-მინისტრთანაც. კვირიკაშვილმა ითოხოვა დრო, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებების პოლიტსაბჭოზე განხილვა და შეჯერება მომხდარიყო. დღეს მოვედით იმიტომ რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოვისმინოთ, რომელსაც სამუშაო ჯგუიფის წევრები ინტერპარტიულს გადმოგვცემენ, ამ შეხვედრაზე მიღებულ პაუხებზე იქნება დამოკიდებული ჩვენი სამომავლო მოქმედებები.“- აღნიშნა კაციტაძემ.

რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას რომელიც მაჟორიტარული მოდელის გაუქმებას გულისხმობს, კაციტაძემ აღნიშნა, რომ 5 პუნქტიან გეგმაში ყველა საკითხი მნიშვნელოვანია და პირველ შეხვედრაზე არცერთი საკითხი დახურულად არ გამოცხადებულა, მათ შორის არ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი“

„ჩვენ ვითხოვთ ხუთივე პუნქტის შესრულებას, ინტერპარტიულში ასეთი შეთანხმებაა, არცერთი პუნქტი დანარჩენებს არ წონის, თუმცა სიმძიმე ერთნაირი არ აქვს, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხები მაგალითად საარჩევნო სისტემის ცვლილება და მნიშვნელოვანი საკითხები. ხელისუფლების პასუხები ჩვენ მთლიანობაში გვაინტერესებს.“- განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, ისინი ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რამდენიმე მოდელს სთავაზობენ,

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ალტერნატიული წინადადებებიც გვაქვს წარდგენილი, ერთი ის რაც 200 ათასი ხელმოწერით დადასტურდა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მეორე გერმანული მოდელი და მესამე დისბალანსი პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას შორის. პირველ შეხვედრაზე არცერთუი საკითხი დახურულად არ გამოცხადებულა მათ შორის არ საარჩევნმო სისტემის ცვლილების საკითხი.“

ჟურნალისთების შეკითხვაზე თუ რას ნიშნავს გერმანული მოდელი, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ გერმანული მოდელის მიხედვით, არჩევნები ორივე სისტემიტ ტარდება, თუმცა მანდატების განაწილება პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად ხდება:

საარჩევნო სისტემის ნაწილში ჩვენ გვაქვს ორი ნაწილი, ძირითადი და სარეზერვო, სარეზერვიო მაჟორიტარულის შენარჩუნებას ითვალისწინებს, შეზღუდული რაოდენობით. გერმანული მოდელი გულისხმობს, ორივე მოდელს, მაგრამ მანდატების განაწილება პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად ხდება რათა დამატებითი მანდატების მითვისება არ მოხდეს.“- განაცხადა კაციტაძემ.

გაცილებით რადიკალური იყო „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, მისი თქმით თუ მთავარ მოთხოვნაზე , რაც საარჩევნო მოდელის ცვლილებას გულისხმობს შეთანხმება არ მოხდა, შესაძლოა მან შეხვედრაც დატოვოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42