საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, იგი ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ელის და მისი თქმით „მაპი არის წარსული“. შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის გარეშე? ამის შესახევ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მისი განმარტებით ეს ტექნიკურად შესაძლოა და თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მაისში, ბრიუსელში ალიანსის მინისტერიალზე დააყენებს.
„საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია თუ რას ვითხოვთ ნატო-სგან და როგორ მივდივართ ვარშავის სამიტზე. არ შეიძლება ყველაფერი იყოს მიშვებული მხოლოდ ერთი ან ორი მინისტრის განცხადებაზე, არ შეიძლება ყველაფერი მიშვებული იყოს მხოლოდ დინებაზე, ვინაიდან დინება მხოლოდ დაგვაშორებს ნატო-ს და ვერაფრით ვერ დაგვაახლოებს. პრობლემას მე ვხედავ იმაში, რომ ხელისუფლების ერთიანი პროზიცია არ არსებობს, მთავრობის ერთიანი ხედვა არ არსებობს და შესაბამისად, როგორც პასუხისმგებელს დღემდე არ დაუწყია მოლაპარაკება და კონსულტაცია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან იმ საკითხზე, თუ რას ვითხოვთ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






