თურქეთი საქართველოს გაწევრიანების საკითხს ნატო-ში, მაისში, ალიანსის მინისტერიალზე დააყენებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მევლუდ ჩავაშოღლუს განცხადებით, თურქეთი საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში მხარს უჭერს. მინისტრის თქმით, ნატო-ს წევრობა მაპის გარეშე ტექნიკურად შესაძლებელია:
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს არაერთხელ გვითქვამს. ამას ვახსენებდით ყველას ნატო-ს ყოველ მინისტერიალზე და ორი წლის წინ უელსის სამიტზეც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტი უნდა იყოს ნატო-ს გაფართოების სამიტი. ახლა ჩვენ მონტენეგრო მოვიწვიეთ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო კი ჩვენგან ამ მოწვევას ელოდებიან. ამ საკითხს მაისში, ნატო-ს მინისტერიალის საბჭოზე ბრიუსელში წამოვჭრი. რა თქმა უნდა თურქეთს გარანტიების მიცემა არ შეუძლია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და ის ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. მაპის გარეშე ტექნიკურად ეს შესაძლებელია. რატომაც არა, სავსებით დასაშვებია, რომ საქართველო პირდაპირ მოვიწვიოთ“, - განაცხადა ჩავაშოღლუმ.
მასალის გამოყენების პირობები






