საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს ნატო-ს წევრობას და არა მაპს. მისი თქმით მაპი არის წარსული.
მისი განმარტებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს.
„მე არ ვითხოვ მაპს. ესეც იმ ოპერიდან არის, არ ვიცი რამდენჯერ უნდა ვთქვა ერთი და იგივე. საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ წამოვიღებთ ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი, თუ ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას თვისობრივად შეცვლის. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩემი მთავარი ამოცანა არის ორმაგი. ერთი - საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი და მეორე - ნატო-ს წევრობით ან მის გარეშე დღეს, საქართველოს ტავდაცვისუნარიანობა გამყარდეს იმგვარად, რომ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეიძინოს ყველა ჩვენმა განაცხადმა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები






