„სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქნენ უზრუნველყოფილნი ბინით, აღნიშნული გამომდინარეობს კანონიდან. შესაბამისად თუ სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა გზას დაადგება და სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მისი გადასაწყვეტია. პირადად მე ვფიქრობ, მოსამართლე რომ „ჩემოდანზე იჯდეს“ და ტურისტის ცხოვრებით ცხოვრობდეს ეს უფრო მეტი პრობლემაა“- განაცხადა მერაბ ტურავამ. მისი თქმით მისი ბინის და გიორგი პაპუაშვილის ბინის საკითხების დაკავშირება არ შეიძლება, რადგან სულ სხვა შემთხვევაა.
მერაბ ტურავასთვის ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინის უსასყიდლოდ გადაცემას კანონიერს უწოდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძეც, მისი თქმით მოსამართლისთვის 10 წლით ბინის დაქირავება იგივე ხარჯის იქნებოდა, რაც ყიდვა. ამიტომ სახელმწიფომ მისაღებად ბინის გადაცემა ჩათვალა.
„10 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის და მოსამართლისთვის თვითონაც მისაღები იქნებოდა ერთიანად ბინის გადაცემა, რადგან ამ კუთხით ხარჯების ნაწილი ერთი და იგივეა. რა 10 წელი დაგვექირავებინა საცხოვრისი, და რა ერთჯერადად სახელწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. " - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს ოპოზიცია, მათი თქმით „ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ადანაშაულებდა იმაში , რომ მას ბინა ყოფილი ხელისუფლების პირობებში გადაეცა და მოქმედი ხელისუფლება იგივე ქმედებას კანონიერს უწოდებს მერაბ ტურავას შემთხვევაში.
მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად გადაცემის ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
მასალის გამოყენების პირობები






