თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დატოვებამდე ვლადიმერ პაპავა სამწლიან საქმიანობას აფასებს. მისი განცხადებით, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე იგი ინფორმაციას ზემდგომ ორგანოს აწვდიდა, მაგრამ პასუხი იყო ის, რომ ყოველივე ისე უნდა ყოფილიყო როგორც მიმდინარეობდა. პაპავა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს:
„დაინტერესება უნივერსიტეტის ბედით არის საკმაოდ დიდი, ხოლო პოლიტიკური კულტურა საქართველოში არის საკმოდ დაბალი. როდესაც უნივერსიტეტი გამოხატავდა და ცნობილი იყო, რომ გარკვეული პიროვნებები კანცლერობის თანამდებობაზე იყო მიუღებელი და ამის შესახებ მე ინფორმაციას ჩემს ზემდგომ ორგანოებს ვაწვდიდი, ისინი სამწუხაროდ ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მათი მხრიდან იყო პასუხი, რომ ეს შეთანხმებულია და ასე უნდა იყოს. განათლების სამინისტროს გარდა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი უწყება არსებობს. გავა წლები და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მასალის გამოყენების პირობები






