კონფერენციას ასევე უღვებოდა ევროატლანტიკური ფორუმის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი განცხადებით რუსული პროპაგანდის გააქტიურების ფონზე, აუცილებელია რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის დონე გაიზარდოს.
,,ჩვენ ყველა სამიტზე და სამიტებს შორის პერიოდიც უნდა მოვითხოვთ წევრობა, ერთია მოვითხოვოთ წევრობა და მეორეა ვაკეთოთ წევრობა საქართველოს შიგნით, ეს ნიშავს იმას, რომ გავაძლიერო დემოკრატიული ინსტიტუტები. ვიქნებით ძლირი დემოკრატიის ქვეყანა, გვექნება ყველა კარი გახსნილი ევროსტურქტურებში, არ ვიქნებით - დავრჩებით ამ მდგომარეობაში და მუდმივად გვექნება პრობელმა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ევროატლანტიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რუსულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობა, ჩვენი ქვეყნის საფრთხეებთან დაკავშირებით. პუტინის რუსეთი გვეუბნება, რომ ის ვერ შეეგუება ნატო-ს გაფართოებას მის საზღვრებთან. ხოლო ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ პლებისციტზე, თითქმის 80%-ზე მეტმა, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში წერვობას. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, საგარეო პოლიტიკაზე, რაც ნიშნავს უარს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე, ხოლო ევროატლანტიკური სივრცე ჩვენ გვთავაზობს მეტ დაცულობას და უსაფრთხოებას. ეს არის განსხვავება და ეს განსხვავება უნდა დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას - რას გვთავაზობს ნატო და რას გვიქადის პუტინის რუსეთი“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისს და დიპლომატიურ კორპუსს. მანვე მოკლედ მიმოიხილა ქეყნის მთავარი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს წევრობის მნიშვნელობა.
ღონისძიება მხარდაჭერილი იყო რუმინეთის საელჩოს, როგორც საქართველოს ნატოს საკონტაქტო საელჩოს, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.
ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






