„ვარშავის სამიტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ჩვენ დღეს ვმსჯელობთ საქართველოს საკითხზე ნატო-ში. განვიხილავთ სამომავლო სამუშაო გეგმას და ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატო-ს შორის. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ.
ღონისძიება მხარდაჭერილი იყო რუმინეთის საელჩოს, როგორც საქართველოს ნატოს საკონტაქტო საელჩოს, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.
ღონისძიებაზე ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






