საქართველოს იუსტიციის მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნებისმიერი თარიღისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. წულუკიანი აცხადებს, რომ მისი უწყება მზად არის საარჩევნო გარემოს შექმნისთვის. მინისტრი იმ მუხლზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც მინისტრებს, რომლებიც საარჩევნო სიებში იქნებიან თანამდებობეის დატოვება მოუწევთ:
„იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ თარიღს მზად შეხვდება, თუ კამპანია ივლისში დაიწყება, ჩვენც ივლისიდან ავამუშავებთ უწყებათაშორის კომისიას, თუ ეს იქნება აგვისტო, აგვისტოდანვე ავამუშავებთ. რაც მთავარია, პარტიებს ყველა პირობას შეუქმნის სახელმწიფო და მთავრობა იმისთვის, რომ მათ გამჭვირვალე პირობებში შეძლონ კონკურენცია. თუ რომელიმე მინისტრი კანდიდატი იქნება მას მოუწევს კანონის დაცვა და არც არავინ მისცემს ასეთ კანდიდატს საშუალებას, რომ კანონი არ დაიცვას. ეს არის ის, რაც კანონში წერია, რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - გნაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






