ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი უკრაინელმა სამხედროებმა 2015 წლის 16 მაისს დასახლებულ პუქნტ სჩასტიესთან დააკავეს. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის დაკავებას ცდილობდნენ. დაკავებამდე ორმხრივი სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, რუსეთის ორივე მოქალაქე კი დაშავდა. პროკურატურის მტკიცებით, ეროფეევი და ალექსანდროვი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლები არიან.
ეროფეევს და ალექსანდროვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ტერორისტულ თავდასხმასა და ჯარისკაცის მკვლელობაში დასდეს ბრალი. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.
რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ეროფეევის ადვოკატი იური გრაბოვსკი მოკლული იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მზადყოფნა გამოთქვა, ეროფეევი და ალექსანდროვი რუსეთს უკრაინელ მფრინავში ნადეჟდა სავჩენკოში გაუცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






