საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი თავის წინამორბედთან შედარებით მეტად წინდახედული და პროგრესული ადამიანია - ლეონიდ ჩერნოვეცკი
პოლიტიკა - 10:41, 19 Apr, 2016     2329

„ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, მიიჩნევს, რომ მაღალჩინოსნები და მდიდარი ადამიანები არ სარგებლობდნენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით არ უნდა სარგებლობდნენ.

"საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი თავის წინამორბედთან შედარებით მეტად წინდახედული და პროგრესული ადამიანია. ცოტა ხნის წინ, ბატონმა გიორგიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოქალაქეები ვისი შემოსავალიც ძალიან მაღალია, საყოველთაო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ.

აშკარაა რომ, ბატონი გიორგისთვის ჩემი ინიციატივები ცნობილია და ის მათ დადებითად აფასებს! მაღალჩინოსნებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის დაზღვევის გაუქმება ჩემი ინიციატივა გახლავთ და ამაზე რამოდენიმე თვის წინ არა ერთხელ მისაუბრია ქართული მასმედიის საშუალებებისა და ჩემი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით.

თუ ბატონ პრემიერს სურს თავისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგის ამაღლება, მან უნდა დაავალოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროების მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების და მდიდარი ადამიანების სიის წარდგენა. რა თქმა უნდა ეს რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელი! მეც იგივე გავაკეთე კიევის მერის თანამდებობაზე.

მეორე ეტაპისთვის სწორი იქნება, თუ პრემიერ-მინისტრი ასობით მილიონი (შესაძლებელია მილიარდამდე) ლარის გამოყოფას უზრუნველჰყოფს და ეს თანხები შეჭირვებულ ადამიანებზე, პირდაპირი გადაცემის სახით განაწილდება: პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, მარტოხელა დედებზე და სხვა გაჭირვებულებზე. სხვაგვარად, ეს თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება! ხაზს ვუსვამ, რომ ეს თანხები უნდა იყოს სოციალური საჭიროებებისთვის განკუთვნილი და მათი გამოყენება მხოლოდ სოციალური მიზნებისთვის არის გამართლებული. ამ თანხების სხვა მიმართულებით დახარჯვა არასამართლიანი და ხალხის არასაკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება!

მოხარული ვიქნები, თუ უახლოეს კვირებში, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს კიდევ რამდენიმე ჩემს ინიციატივას, რომელსაც მოქალაქეები აქტიურად უჭერენ მხარს. საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვაზე, ონლაინ კაზინოების აკრძალვაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩემი გუნდის წევრები აგროვენებ ხელმოწერებს და ბანკში კრედიტების მქონე იმ მოქალაქეების გამოსახლების აკრძალვის თაობაზე, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი საცხოვრებლი გააჩნიათ. ადამიანების ქუჩაში გამოყრა არაცივილიზებული მოვლენაა და საქართველოში არსებული სამწუხარო რეალობაა! უკრაინაშიც კი, მსგავსი საკითხები მოქალაქეების უპირატესობით წყდება!"- აღნიშნულია ჩერნოვეცკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42