კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რუმინეთის, პოლონეთის ელჩებმა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ბაჩუკი ქარდავა. ედპ-ს ლიდერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტი, სწორედ ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციაა.
ღონისძიებას ესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები
ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსი.
კონფერენციის მიზანია სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთიანობის დემონსტრირება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანისადმი, ასევე საჯარო დისკუსიების გააქტიურება საქართველოს წინაშე არსებულ უსფრთხოების გამოწვევებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ნატოს ვარშავის სამიტის წინ.

მასალის გამოყენების პირობები






