საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგს 19-21 აპრილს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ასევე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უმასპინძლებს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ქართული დელეგაციის წევრები იმ შეხვედრებზე საუბრობენ, რაზეც საქართველოს მთავრობის მეთაური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს. კვირიკაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
„ვხედავთ ყოველდღიურად მიტაცებულ მიწებს, უკანონო საზღვრებს, გატაცებულ ადამიანებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობა. სამწუხაროა, რომ საქარველოს ხელისუფლებამ გაუშვა შანსი უკრაინასთან ერთად საქართველო ყოფილიყო განხილვის დღისწესრიგის პირველი საკითხი. აქედან გამომდინარე, პრემიერს მოუწევს ამ საკითხებზე საკუთარი ახსნა-განმარტებისა და ხედვის წარდგენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და მეორეს მხრივ იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






