გიორგი კვირიკაშვილი სტრსბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მას პირველი შეხვედრა რამდენიმე საათში აქვს ჩანიშნული. საქართველოს პრემირ-მინისტრი ხუთშაბათს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. კვირიკაშვილი ევრკომისიისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება.
ქართული დელეგაციის წევრები იმ შეხვედრებზე საუბრობენ, რაზეც საქართველოს მთავრობის მეთაური სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს. კვირიკაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
„პრემიერი კვირიკაშვილი და მისი მოსაზრებები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან საკმაოდ საინტერესოა, დემოკრატიული განვითარება, სამართლიანობის აღდგენა, ეკონომიკური რეფორმები და ასე შემდეგ. ამ მხრივ მისი გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






