თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 09:46, 19 Apr, 2016     1181

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაშმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს. ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მემორანდუმი, სწორედ, ამ ურთიერთობების გაღრმავებას, ახალ ფაზაში გადასვლას გულისხმობს.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები ავიღეთ თანამშრომლობისთვის, ეს არის : საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, ასევე, აღსანიშნავია კულტურის სფერო. რამდენიმე თვალსაზრისით სტამბოლის გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების კუთხით, ამიტომ ამ სფეროებშიც ძალიან აქტიური იქნება თანამშრომლობა უახლოესი შემდგომი პერიოდის განმავლობაში და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სტამბოლის მერმა გამოთქვა სურვილი ესტუმროს ჩვენს დედაქალაქს მიმდინარე წელს, ამიტომაც, უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზეც იქნება შეთანხმება, თუ როდის დაიგეგმება მისი ვიზიტი", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დაძმობილების მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს შეუწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

ქალაქები მხარს დაუჭერენ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, როგორიცაა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ბაზრობების, გამოფენებისა და ფესტივალების მოწყობა. დახმარებას გაუწევენ ინვესტორებსა და მეწარმეებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
მემორანდუმის თანახმად, თბილისი და სტამბოლი ხელს შეუწყობენ ერთმანეთს საერთაშორისო ასპარეზზე და ითანამშრომლებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
დაძმობილების მემორანდუმის ხელმოწერამდე, დავით ნარმანიას სტამბოლის მერმა, კადირ ტოფბაშმა დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა, სადაც მემორანდუმის ძირითადი მიმართულებები მხარეებმა პირისპირ განიხილეს და კონკრეტული აქტივობები დაგეგმეს, ასევე, ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დაძმობილების აღსანიშნავად, სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ნარმანია მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სტამბოლის მერის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42