14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების აშენება იგეგმება
პოლიტიკა - 21:17, 18 Apr, 2016     1674
14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის სრულიად ახალი ტიპის, სპეციალური დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია კავკასიაში, გადაცემაში „სპექტრი“ განაცხადა.

კახა კახიშვილის განცხადებით დაწესებულების პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება:

„ყველა მსჯავრდებული ვინც 14-დან 21 წლამდე ასაკის იქნება აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსდება. ასაკის მიხედვით დიფერენცირება თავად დაწესებულებაშიც მოხდება. 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებს დაბალი ასაკის მსჯავრდებულებთან შეხება არ ექნებათ, ისინი სხვადასხვა ფლიგელში განთავსდებიან, თუმცა მიდგომა იქნება ერთი - დაწესებულებაში იმოქმედებს სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უცხო ენების კურსები და ა.შ. მათ მიეცემათ საშუალება დაწესებულებიდან ნორმალური განათლებით გამოვიდნენ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა იგეგმება, სადაც დაბალი რისკის მსჯავრდებულები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. აღნიშნული დაწესებულება მსჯავრდებულებს თავისუფლებისთვის მოამზადებს და თავად დაწესებულების სახელწოდებაც სწორედ ასეთი იქნება - გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება.

„მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რიკსი დაუდგინდებათ და სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი, ახალი ტიპის დაწესებულებაში მოთავსდებიან. იმუშავებს საამქრო და მათ კონკრეტული ხელობის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები გარეთ დასაქმდების შემთხვევაში შეძლებენ დაწესებულების ყოველდღიურად დატოვებას და სამსახურში მისვლას, დღის ბოლოს კი უკან დაბრუნდებიან. ამით მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების საშუალება მიეცემათ“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42