ღონისძიებაზე მოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის 70-მდე წარმომადგენელი არაფორმალურ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შეეხება საქართველოსთან, ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებს.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსი.
კონფერენციის მიზანია სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთიანობის დემონსტრირება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანისადმი, ასევე საჯარო დისკუსიების გააქტიურება საქართველოს წინაშე არსებულ უსფრთხოების გამოწვევებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ნატოს ვარშავის სამიტის წინ.
კონფერენციაზე შესაბამისი პანელური დისკუსიების მეშვეობით ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს:
- რამდენად სრულყოფილად ასრულებს საქართველო „საშინაო დავალებას“ და როგორია ნატოს შეფასებები. მოსალოდნელია თუ არა საქართველოსთვის განსაკუთრებული და ხელშესახები გადაწყვეტილებები ნატოს სამიტისგან, რამდენადაც ალიანსი ორიენტირე-ბულია უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება;
- მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვნად აგრესიული გახდა, საზოგადოების განწყობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჯერ ისევ საკმაოდ ძლიერია. რა ქმედებები უნდა განხორციელდეს პოლიტიკურ აქტორთა მხრიდან, რათა კვლავ მძლავრად იქნეს უზრუნველყოფილი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა;
- საქართველოსა და რეგიონალური უსაფრთხოების წინაშე არსებული საგარეო და საშინაო საფრთხეების გათვალისწინებით რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის და მიზნის მისაღწევად რა უნდა გააკეთოს საქართველომ და მისმა პარტნიორებმა.
მასალის გამოყენების პირობები






