ეკონომიკის სამინისტრო ლადო პაპავას უპირისპირდება და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:34, 18 Apr, 2016     1160
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენებასთან დაკავშირებით ლადო პაპავას ცრუ ინფორმაციის გავრცელებსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებიტ სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იძულებულია, პასუხი გასცეს თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას ბატონი პაპავა ამბობს - „ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ჩინოვნიკები ლობირებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა.“ თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

უფრო კონკრეტულად კი - ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა - ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში!

ამასთან, ქონება გასხვისდა როგორც არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ პროცესში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამასთან, ჩვენ მაშინვე დეტალურად განვმარტეთ საქმის არსი, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ვლადიმერ პაპავა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ასევე შესანიშნავადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ლობირების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის და ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სამინისტრო ამავე პოლიტიკით ხელმძღვანელობს მსგავს სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ინვესტორმა გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე უარი განაცხადა - ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც საბოლოოდ 4 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე. სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - 2012-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით 13 სახელმწიფო ქონება გადასცა.

სამწუხაროა, რომ თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, ვლადიმერ პაპავა ნებსით თუ უნებლიედ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42