შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:22, 18 Apr, 2016     2785
,,არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი თაობა“ და მისი ხელმძღვანელის, ვლადიმერ სადღობელაშვილის მიერ დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გაცხადებულ უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას შეეხება, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს:

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, კერძოდ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს სსკ-ს 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები რომლის თანახმად, სსკ-ს 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) „2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).“

ბ) „2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას)“.

გ) „ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა“.

2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მიხედვით უკვე 18 864 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 102 227 999,26 ლარი, მათ შორის:

ა) ნაწილით - 10 927 გადამხდელს 1 092 150 230,74 ლარი,

ბ) ნაწილით - 871 გადამხდელს 5 080 456,64 ლარი,

გ) ნაწილით - 7 066 გადამხდელს 4 997 311,88 ლარი.

ათასობით გადამხდელისათვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა კანონის ნორმების სრული დაცვით განხორციელდა. ეს იმ გადამხდელთა კატეგორია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა და ფაქტობრივად, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უიმედო ვალად ითვლება.

რაც შეეხება იმ პირთა სიის გასაჯაროებას, ვისაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება განვმარტავთ, რომ სსკ-ს 39-ე მუხლის შესაბამისად, „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“.

აღნიშნული ინფორმაცია 15 აპრილს, წერილის სახით, გაეგზავნა ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ ხელმძღვანელს. წერილში განმარტებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის თაობაზე. მოგვიანებით, კიდევ ერთი წერილობითი პასუხი გაიგზავნა ვლადიმერ სადღობელაშვილის სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ვლადიმერ სადღობელაშვილმა დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მოაწყო და მასსმედიის წარმომადგენლებთან გააჟღერა მისი უსაფუძვლო მოსაზრებები და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ აბსურდული ბრალდებები“ - ნათქვამია სსიპ სემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42