ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო განაგრძობს უკვე დაწყებულ პროცესს, როგორიცაა საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა ევროკავშირის სტრუქტურებთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი ახალი ინფორმაცია არ მიგვიღია, ჩვენი უშუალო პარტნიორია ევროკომისია, საიდანაც ჩვენ ვიღებთ მუდმივად ინფორმაციებს და ევროკომისიისგან შეტყობინება მიღებული არ არის. პირიქით, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ვაგრძელებთ დაწყებულ გზას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა გიგიაძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანული „დი ველტის“ ცნობით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.
გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






