,,ხელისუფლებას იგნორირება გაუჭირდება" - არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერისგან პასუხს ელის
პოლიტიკა - 18:35, 18 Apr, 2016     1028
სარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრს პირობის შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას უმრავლესობის პოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დღეს უნდა მოესმინათ, თუმცა პასუხი არ ჩანს.

"არასაპარლამენტო ოპოზიცია ელოდება კონკრეტულ საკითხებს კოალიცია ქართული ოცნებისგან ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სარეკლამო დროის განაწილება და ბარიერების საკითხი ეს არის 4 თემა, რომელზედაც ჩვენ გვაინტერესებს პასუხი. პასუხის შემთხვევაში ჩვენ ჩვენს გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეებისთავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით ის ელოდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითის გასატანად პრემიერს ბრძოლა მოუწევდა უმრავლესობასთან.

"ხელისუფლებას ამ თემის იგნორირება გაუჭირდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასუხი არ დრომდე იმ მიზეზით არ ისმის, რომ ხელისულფებას და ამ შემთხვევაში პრემიერს გარკვეული ბრძოლა და კამათი მოუწევს უმრავლესობის შიგნით ამ საკითების გასატანად. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ის საკითხები, რომელიც ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად", - აღნიშნა ქარდავამ.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ.

"ხელისუფლება ცდილობს, მთელი ეს მოლაპარაკება დაიყვანოს იქამდე, რომ პარტიებს რომელსაც ერთი, ან ორი პროცენტი რეიტინგი ჰქონდათ, გარკვეული შეღავათები დაუწესოს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ რეალურად შეხედოს პროცესს, არ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას პრობლემები ექნება" - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანის ირმა ინაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობებზე ისინი აქციის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავენ.

"ხელისუფლება არ მოდის არანაირ დათმობაზე ოპოზიციასთან, არ მოდის საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლაზე, მას არ უნდა ქვეყანაში შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო და ეს დაუბრუნდება ძალიან ცუდად დღევანდელ ხელისუფლებას, არ გამოვრიცხავ ქუჩის აქციებს. არ გამოვრიცხავთ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას“, - აღნიშნა ინაშვილმა.

ცნობისთვის, 14 აპრილს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრსა და ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელს შორის შეხვედრა შედგა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, მთავრობა ინტერპარტიულ ჯგუფთან 4 ძირითადი საკითხიდან სამზე თანხმდება. თუმცა, კვლავ ღიად რჩება საარჩევნო სისტემის ცვლილება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე კვირიკაშვილმა ორდღიანი ვადა ითხოვა.

ინტერპარტიული ჯგუფი მმართველ გუნდს კვლავ სთავაზობს განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ან პროპორციული სიის რაოდენობრივი ზრდის ხარჯზე შეამციროს მაჟორიტარების რაოდენობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42