„უკვე დიდი ხანია გვესმის, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გადაულახავი სურვილი აქვს, რომ მოვიდეს პარლამენტში და ვერანაირად ვერ მოაღწია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. გაუგებარია, რა გვიშლის ხელს, თუ მითუმეტეს, მასაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს. ისე, ეს მის სურვილზე არც არის დამოკიდებული, მას კანონით ევალება ეს და ამდენი ხანი უნდა მოსულიყო. რატომ არ უნდა ჩავატაროთ ეს მოსმენა შემდგომ საპარლამენტო სასესიო კვირას, მაშინ როცა ორი სასესიო კვირა უკვე გააცდინა ამ ადამიანმა და არ მოხერხდა მისი კანონით გათვალისიწინებული ანგარიშის მოსმენა? ვფიქრობ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნება ამ პროცესის კიდევ უფრო მეტად გაჭიანურება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანი გამოცხადდეს და პარლამენტს კანონის შესაბამისად ჩააბაროს ანგარიში.“ - განაცხადა ბარამიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაციისა და პარლამენტში სტუმრობის ზუსტი თარიღოს განსაზღვრის პირობა დადო.
მასალის გამოყენების პირობები






