ბიუროს გადაწყვეტილებით, ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით ხუთშაბათს დებატები გაიმართება, პარასკევს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციას მიიღებს.
გასულ კვირას, ევროპარლამენტარებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერეს და მას სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
წერილს 46 პარლამენტარი აწერს ხელს, რომლებიც ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. მათი თქმით, სავჩენკოს წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინო და პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
სავჩენკოს, უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
ცნობილია პეტრო პოროშენკოს პოზიციაც : ის მზადაა ნადეჟდა სავჩენკო ორ რუს სამხედრო მოსამსახურეზე, ალექსანდროვსა და ეროფეევზე გაცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






