მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას ოპოზიციის სპეკულაციად აფასებს
პოლიტიკა - 17:01, 18 Apr, 2016     1300
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ოპოზიცია, საარჩევნო საკითხებით სპეკულაციას ეწევა. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარვე იცოდნენ, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ აპირებდა, თუმცა ამ საკითხის გააქტიურებით ცდილობენ, საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ:

"მეჩვენება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ყოფნით გამბედაობა, კარგ ცვლილებებს თავის სახელი დაარქვან და მიუხედავად იმისა, რა იქნება შეთავაზებული უმრავლესობის მხრიდან, მეჩვენება, რომ ოპოზიცია უბრალოდ ცდილობს, თითქოსდა სხვადასხვა მოდელებით საზოგადოებაში ასეთი აზრი ჩამოაყალიბოს, რომ ხელისუფლება არ თანხმდება ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას. რეალურად გვაქვს საქმე პოლიტიკურ სპეკულირებასთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

იგივე აზრს იზიარებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეც. გია ჟორჟოლიანის თქმით, ინტერპარტიულმა ჯგუფმა კარგად იცოდა მათი პოზიცია პროპორციული სისტემის შესახებ.

"ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, გავათანაბრეთ ყველა ამომრჩევლის ხმა და დღეიდან რაც არასდროს ყოფილა საქართველოში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას. ახლავე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რაც შეეხება, ამაზე ჩვენი პოზიცია მყარია და ეს იცოდა კარგად ინტერპარტიულმა ჯგუფმა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42