თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულდა
პოლიტიკა - 16:34, 18 Apr, 2016     1276
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სადგურ მოლითთან ახლოს მდებარე სარკინიგზო გვირაბში ძირითადი გათხრითი სამუშაოების დასრულებას დაესწრო. ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შესრულებული სამუშაოებისთვის სს „საქართველოს რკინიგზასა“ და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიას მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული 1115-მეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, საწყის ეტაპზე, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარინარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. მისი თქმით, ყოველივე ეს საქართველოს მთლიანი სატრანზიტო პოტენციალის შემავსებელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურაა. „ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაუჯდება, რომელსაც ევრობონდებიდან მოზიდული სახსრებითა და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს.

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე გამტარუნარიანობას. მისი თქმით, პროექტი 2019 წელს უნდა დასრულდეს, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას თბილისიდან საქართველოს შავიზღვისპირეთთან - მაგალითად, ბათუმში ჩასვლის დრო 1 საათით შემცირდება

ინფორმაციისთვის:

სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს.

მოდერნიზაციის პროექტის მიზანია:

• მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

• გამტარუნარიანობის გაზრდა;

• მგზავრობის დროის შემცირება;

• მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა, ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული №8 სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშოების დაწყება.

აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა. კერძოდ იგეგმებოდა:

• შენობებისა და არსებული ადგილობრივი გზების დანგრევა ისე, რომ არ იყო მისი აღდგენა გათვალისწინებული;

• მდინარეების არსებული კალაპოტების დაკავება შესაბამისი საინჟინრო ჰიდროლოგიური ნაგებობების გარეშე;

• დაახლოებით 55 - 95 მ სიღრმის ჭრილების მოწყობა;

• დაახლოებით 40-45 მ სიმაღლის ყრილების მოწყობა;

გარდა ამისა ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა - 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.

საბოლოოდ, მშენებლობის ზედამხედველისა და რკინიგზის შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკონსულტაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში. აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 13 ივნისის №8 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის, 3 ივლისს სხდომებზე, რის შემდეგაც გამოიცა №1404 განკარგულება „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42