დაახლოებით 7%-ით შემცირდა WTI-ის მარკის ნავთობიც.
„ბიბისის“ ცნობით, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი , ნავთობის ფასთან დაკავშირებით, კატარში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა (OPEC) და სხვა მსხვილი მწარმოებლების შეუთანხმებლობა გახდა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნის მინისტრები ყოველდღიური მოპოვების მოცულობის შემცირების შესახებ შეთანხმების მიღწევას გეგმავდნენ, თუმცა სამიტს ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე ირანული მხარე არ დასწრებია.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სანქციების გამო, ირანს წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ექსპორტი არ შეეძლო. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით კი, სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობის ექსპორტი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ქვეყანა ნავთობის მოპოვების შემცირებას მხარს ვერ დაუჭერდა.
მასალის გამოყენების პირობები






