„ეროვნული ფორუმის“ ამოცანაა, შედარებით მშვიდ გარემოში ერთხელ მაინც დამოუკიდებლად გამოცადოს თავისი შესაძლებლობები. არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აწუხებთ და ფიქრობენ რომ გადასაჭრელია. მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში მაინც არ არის სამართლიანობის განცდა. ვფიქრობ, სისტემური ცვლილებებისათვის კოალიციური და გარდამავალი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტიანი იყო. თუმცა შეეძლო მოემზადებინა საფუძველი, რომელზეც შემდეგი ხელისუფლება გააგრძელებდა მუშაობას. „ქართულ ოცნებას“, რომელიც ახლა პარტიად ყალიბდება, ჯერ კიდევ აქვს დრო იმ საფუძვლის მოსამზადებლად, რომელზეც ხვალ-ზეგ სამართლიანობა უნდა დადგეს. ეს პროცესი შეიძლება გავაიგივოთ სისტემური თვითწმენდის, უსისხლო და უდანაკარგო შიდა რევოლუციასთან“ - განაცხადა კახა შარტავამ.
შარტავას თქმით სახელმწიფო უნდა გადავიდეს ერთი კარის პრინციპზე, სადაც უკანა კარი და სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.
„აუცილებელია შიდასახელისუფლებო რგოლების ტრასფორმაცია, რესტუქტურიზაცია და ა.შ. ამ პროცესის გარეშე სამართლინობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ქვეყანაში უამრავი უკანა კარია, სადაც პრივილეგირებული პირები შედიან და თავიანთთვის სასარგებლო შედეგით გამოდიან. ამ დროს რიგითი მოქალაქე შედის ოფიციალურ კარში და ხელცარიელი გამოდის. სახელმწიფო უნდა გადავიყვანოთ ერთი კარის პრონციპზე, სადაც უკანა კარი და სხვა შესაძლებლობები არ არსებობს“ - აღნიშნავს კახა შარტავა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ 3 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.
მასალის გამოყენების პირობები






