საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან არჩევნების ტარიღსა და წინასაარჩევნო კამპაანის დაწყების ვადებზე.
დეპუტატების განცხადებით, სავარაუდოდ მოხდება შეტანხმება კვირიკაშვილსა და მარგველაშვილს შორის, რის შედეგადაც ზუსტად განისაზღვრება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი:
„მოქალაქეებისათვის, რომ არ დაერღვეთ მათ ცხოვრების ნორმალური რიტმი და ექვსი თვის განმავლობაში, მათ შორის მედია არ იყოს გარკვეული რეგულაციების პირობებში, იმისათვის, რომ ცხოვრება არ გადავიდეს უკანა ფლანგზე და ცალკეულ კანდიდატებს შორის დებატები გახდეს ერთადერთი საკითხი საქართველოში, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს, მე ვთვლი, რომ კონსენსუსი იქნება მიღწეული. არავითარი ჩიხი არ იქნება, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დარეგულირდება, თუ რაიმე გაუგებრობა იყო, ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას, იმის არ მჯერა, რომ ვინმემ ვინმე მოატყუა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






