რუსეთზე გადაცემული საიდუმლო მასალა - ლევან გვაზავა ხელისუფლებას ფაქტობრივად ღალატში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 21:55, 17 Apr, 2016     5213
საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აქტიურ მუშაობაზე საუბრობს პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა. ის ხელისუფლებას ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.

გვაზავა პოსტსკრიპტუმთან ბოლო სკანდალურ შემთხვევაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემთა საიდუმლო ბაზიდან, ქვეყნის სპეცსამსახურების არქივებში დაცული მასალები კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა, დააკოპირა და ის რუს ოკუპანტებს გადასცა.

,,ეს თანამშრომელი მუშაობდა კონტრდაზვერვაში, რომელმაც მოიპარა მასალები ფლეშკით, ეს იყო დიდი მოცულობის, ძალიან სერიოზული მასალა. საფუძვლიანი ინფორმაცია, ყველანაირი სტრატეგიული ხასიათის. აქ საუბარია არა მარტო ქვეყნის უსაფრთხობეაზე, არამედ სხვადასხვა სფეროზე. საიდუმლო სერვერბზე წვდომა ძალიან შეზღუდულია. მე ვიყავი შს მინსიტრის მოადგილე და მე არ მქონდა წვდომა ამ სახის საიდუმლო მასალაზე. ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტს და პრემიერს, რომ დაინტერსდეს. ვიღაცის შავი ხელი აშანტაჟებს ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი მიდის რუსეთისკენ“ - აცხადებს ლევან გვაზავა.

დეპუტატ გივი თარგამაძის ინფორმაციით სუს-ის თანამშრომელსა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გაქცეული ჩინოვნიკი ახალგორის გავლით გადავიდა.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი, ვინც ოპოზიციის ინფორმაციით საიდუმლო სერვერებზე დაცული მასალები გაიტანა, გია არდაზიშვილია. დაკავებულის დედას ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა ნათესავები ყვებიან, რომ დაკავება არდაზიშვილის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

არდაზიშვილის დაკავებას ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც, თუმცა ამბობს, რომ ბრალდებულს საიდუმლო მასალებთან წვდომა არ ჰქონია.

პროკურატურაში პოსტსკრიპტუმს მხოლოდ ის უთხრეს, რომ არდაზიშვილი საქმე უკვე სასამართლოშია, სადაც მის წინააღმდეგ მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42