,,რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ, ამ კუთხით შეფასება იყო, სამიზნეებიც შერჩეული იყო, მაგრამ პოლიტიკური ნება არ იყო, რომ ბოლომდე მიმეყვანათ. მთავრობაში როცა ვიყავი, ამაზე ხშირად ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გაეათმაგებინათ მუშაობა ჩვენს სპეცსამსახურებს. ასეთი მუშაობა და შედეგი არ ჩანს. როგორ შემოდის ეს ფული, რომელიც პროლაგანდაში მიდის რუსული ინეტერსებისთვის.“ - აცხადებს ალასანია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოსტსკრიპტუმთან ჰყვება, რომ ქართულ სპეცსამსახურებს რუსული აგენტურის მუშაობის ფაქტებიც ჰქონდა, მისი თქმით არსებობდნენ სამიზნეები, რომლებიც საქართველოში სავარაუდოდ რუსეთის უშიშროებაზე მუშაობდნენ, მაგრამ კონტრდაზვერვის თანამშრომლები, ვინც ეს ყველაფერი გაშიფრა, გააჩერეს.
,,არ იყო პოლიტკურ გადაწყვეტილება და პოლიტიკურ ნება არ ჰქონდა ივანიშვილის პერიოდში და არც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პერიოდის მთავრობას, რომ რუსული საფრთხეები განეიტრალებულიყო. იყო ზემდეტი და დანაშაულებრივი სიფრთხილეც კი რომ არ გაგვეღიზიანებინა, რომელიმე მეზობელი“ - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






