„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში. სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაზეც ვისაუბრე. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენ თხოვნას, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ის შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
რაც შეეხება აქციების გაგრძელების საკითხს, როგორც ,,ნიუპოსტს“ ,,აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელიძემ განუცხადა, სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აპირებენ განცხადების გაკეთებას და ასევე მიიღება გადაწყვეტილება გაგრძელდება თუ არა აქციები.
მისი თქმით, პრემიერი ეთანხმება სტუდენტების მოთხოვნებს და მას სამართლიანს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






