კულტურის სამინისტროს მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსამართლოა - მიხეილ გიორგაძე
პოლიტიკა - 22:56, 16 Apr, 2016     966

საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე Check-in Georgia-ს ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე განმარტებებს აკეთებს. მინისტრი მისი და მისი უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსამართლოს უწოდებს:

„ბრალდებები რაც სამინისტროსა და ჩემი მისამართით ისმის, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რაღაც კამპანიურ ხასიათს იღებს. ამ ბრალდებებისა და პრეტენზიების ლეიტმოტივად გასდევს ჩემი წარსული საქმიანობა, არაერთხელ მომისმენია „ჯაზისმინისტრი“, მსურს საზოგადოებას ვუთხრა, რომ არაფერს დამატებით ამ მიმართულებით სამინისტრო არ აკეთებს. ყველა სფეროში ძალისხმევა არის გაათმაგებული. გაიჟღერა კიდეც მემკვიდრეობა იქნება, სადაც ბიუჯეტის მხრივ, ობიექტების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, იქნება ფოლკლორი, რომელიც თავის მასშტაბით უპრეცენდენტო პროგრამაა, იქნება კინო, მუსიკალური ფესტივალები, თეატრი. ეს ბრალდებები ნამდვილად უსამართლოა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს სცდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მან Check-in Georgia-ს პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი სახელმწიფოსთვის მომგებიანია ტურისტებისა და ინვესტორების მიზიდვის თვალსაზრისით:

„Check-in Georgia არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე რამდენიმე კონცერტი, თუნდაც დიდი საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით, ეს არის 150-ზე მეტი კონცერტი, რომელიც აპრილში დაიწყო და დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს გარდა, ეკონომიკის სამინისტროც ჩართულია. ტურისტული ნაკადების გამსხვილებაზე და გააქტიურებაზე არის მიმართული. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც სპეციალურ ტურებს სთავაზობს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტულ სააგენტოებსა და ტურისტებს. ეს დიდი სარგებლის მომტანია, ქვეყნის ცნობადობას ხელს უწყობს, პოტენციური ტურისტებისა და ინვესტორების ყურადღებას იქცევს. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ქვეყანა უსაფრთხო და სტაბილურია. ეს ტრადიციული პროექტი გახდება და მისი მასშტაბები გაფართოვდება, როდესაც თანხაზეა საუბარი, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რათა ბიუჯეტზე ზეწოლა შევამციროთ, საპილოტე ვერსია შარშან განხორციელდა, საუბარი იყო ხელშესახებ შედეგებზე. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კონკრეტული ფინანსური სარგებლის მომტანია“, - აღნიშნა გიორგაძემ.

ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერზეც ისაუბრა მინისტრმა. მისი თქმით კავშირებზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია რამდენად ჩატარდა განხორციელებული პროცედურები კანონის დაცვით. მისი განცხადებით ტენდერის ბუნდოვნობასთან დაკავშირებული არგუმენტები სუსტია:

„ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღება სურვილის შემთხვევაში. მათ შეუძლიათ დასვან კითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები. ასეთი მომართვიანობა საერთოდ არ ყოფილა. თუ განხორციელებულ პროცედურებთან კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაშინ ეს არგუმენტები ყოველგვარ სერიოზულობას კარგავს“, - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42