,,გეხმაურები მე "შოუბიზნესის" წარმომადგენელი! შენ, სუსის პიარის ხელმძღვანელს!“ - ნინო ორდენიძის პასუხი ნინო გიორგობიანს
სოც.მედია - 21:01, 16 Apr, 2016     14203
,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლის გენერალ ლევან გვაზავას მეუღლე ნინო ორდენიძე სუს-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სუს-ის თანამშრომლის მიერ რუსეთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გატანას.

,,ჩემო საყვარელო ნინო გიორგობიანო, არაჩვეულებრივი პიარი იყავი აირზენაში, რაც დღეს არ მეთქმის. ძალიან მეცინება, როდესაც შენი კომპეტენციის ადამიანი ლევან გვაზავას ინფორმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!))))))და ვისთან დაეზუსტებინა ინფორმაცია?)))(არტალა მარგებელია)!))))და თუ თვლი რომ ლევან გვაზავა ოდესმე გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ისაუბრებს, ეს შენს არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს!)))))))) ამ განცხადებაზე გეხმაურები მე "შოუბიზნესის" წარმომადგენელი!))))) შენ სუსის პიარის ხელმძღვანელს!))))❤გისურვებ წარმატებებს!)))“ - წერს ნინო ორდენიძე.

ნინო გიორგობიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ განცხადებას, სოციალურ ქსელშივე პასუხობს ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ პრესამსახურის უფროსი:

,,...არც გვიფიქრია პასუხის გაცემა))) ვერც სუსი და ვერც შსს ვერ დადებს ფაქტს სადაც ჩვენ ფაქტების და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე გვისაუბრია“ - წერს თამარ მეტონიძე.

შეგახსენებთ, რომ ნინო გიორგობიანმა ლევან გვაზავას სოციალური ქსელის მეშვეობით დღეს უპასუხა. ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას ურჩევს, ინფორმაციები შესაბამის უწყებებში გადაამოწმოს:

,,მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.

1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას.

2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე, რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

3 - რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი გაიგოს სიმართლე, ვურჩევდი მას, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფომაცია ეხება“ - წერს ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42