საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების გუშინდელ შეხვედრას აფასებს. კალაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის მიერ არაფორმალურად მართვას სიცრუე უწოდა:
„პრემიერმა ყველა მწვავე კითხვას ღირსეული პასუხი გასცა. ჩვენ გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ამაზე ღიად ვსაუბრობთ. არ ვაპირებთ, შევქმნათ ვირტუალური საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ტყუილში ვაცხოვროთ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემებია. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული, რომლის გადაჭრაც ვერ ან არ ხდებოდა.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ თითქოს ქვეყანას ჰყავს ფარული მმართველი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ხელისუფლებას, მთავრობას და პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი არის ბუტაფორია. ეს არის დიდი ტყუილი. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






