საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
ნატოს გენერალური მდივნის ალექსანდერ ვერშბოუსთან საუბრის მთავარი თემა თებერვალში ბრიუსელში გამართულ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ წარდგენილი დოკუმენტი იყო.
ნატოს წარმომადგენელმა მინისტრთან შეხვედრისას საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დახმარება აღუთქვა.
ხიდაშელმა და ვერშბოუმ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს ასევე შეეხენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს- „ვიხილავთ თავდაცვის სამინიტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი,“ - განმარტა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






