პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდა ლეგიონერებს უმასპინძლეს
პოლიტიკა - 12:59, 16 Apr, 2016     1517
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

ლეგიონერებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მათ მიერ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლო საქმიანობა გააცნეს.

პრეზიდენტის მრჩევლის ალექსანდრე ბარბაქაძის განცხადებით, მაშინ როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება, რომ ახალგაზრდები საკუთარი ნება-სურვილით ისწრაფვიან სამხედრო საქმისაკენ.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის პროექტი „მოზარდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება’’ უკვე მეორე წელია საქათველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 2015 წელს პროექტის ფარგლებში ლეგიონმა შეიძინა 25-მდე დასახელების, სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყო და ეკიპირების შემადგენელი; ჩაატარა ლექციები, გამართა ლაშქრობები, დაბეჭდა ფერადი რუკები, ტოპოგრაფიის მასალები და საინფორმაციო ფლაერები; ასევე შეირჩა ის კანდიდატები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ლეგიონის საბაზისო კურსებსა და ეროვნულ ბანაკს 2016 წელს გაუძღვებიან.

„მეორე პროექტის ხანგრძლივობა არის 8 თვე და ამჯერად სამ კურსს მოიცავს - ორს თბილისში და ერთს გორში. დაახლოებით 200 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას მთლიანად პროგრამაში. მონაწილეები დაწყებით სამხედრო და სალაშქრო მომზადებას გაივლიან. ამ ეტაპზე ფორმდება ხელშეკრულებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან, და ახალი რეზერვის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მოხალისეების აქტიური ჩართულობისათვის. ახალგაზრდების მომზადება იმ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს, რაც ფუნდამენტს შექმნის მომავალი სერჟანტებისა და ოფიცრების საუკეთესო კადრების მოძიებისათვის“, - განაცხადა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგაურმა.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი გეგმავს დასავლეთში აპრობირებული სასწავლო კურსისა და მეთოდიკის დანრეგვას საქართველოში, რომლის მიზანია მოზარდებში ექსტრემალური სალაშქრო და ძალისმიერი სპორტის სახეობების მეთოდიკის გამოყენებით, კანონმორჩილებისა და დისციპლინის მნიშვნელობის, დამოუკიდებელი აზროვნების და მოქმედების უნარის დანერგვა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.

2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლეგიონის პირველი პროექტი, წელს დაემატა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“-ს კომპონენტი - „ახალგაზრდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება“, რამაც უფრო ფართო ასაკობრივი სეგმენტი მოიცვა და პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა სასკოლო ასაკის მოზარდებთან ერთად, უკვე სტუდენტებსაც აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42