თინათინ ხიდაშელი: „სლოვაკეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“
პოლიტიკა - 12:07, 16 Apr, 2016     1269

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის დედაქალაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ევროპის ქვეყნების მეთაურებთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„ძალიან ბევრ მადლობას ვიღებთ ავღანეთისთვის, ბევრ მადლობას ვიღებთ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანაში ტარდება,“ - ამ სიტყვებით შეაჯამა თინათინ ხიდაშელმა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ ფორუმის პირველი დღის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები. „სლოვაკეთის პრეზიდენტისგან მივიღეთ პირობა, რომ ის მაისში ეწვევა საქართველოს. ამ ქვეყნის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

თინათინ ხიდაშელმა პირველ სამუშაო დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული პოზიტიური დღე უწოდა: „გვქონდა შესაძლებლობა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ვერშბოუსთან, ასევე ჯეიმს აპატურაისთან საუბრის. ხვალაც ვაგრძელებთ ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს და განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა. გვქონდა შეხვედრა ამერიკელ გენერალთან, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, ჰქონდა პატივი ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთში ყოფილიყო“.

თინათინ ხიდაშელის თქმით, მას სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდოსთან საინტერესო წინადადებებით სავსე საუბარი ჰქონდა. „მისი მხრიდან ბევრი ინიციატივა იყო გაჟღერებული, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოსკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სლოვაკეთის, ლატვიისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42