„9 წელს რაც შეეხება ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის 9 წელის, იყო მიმართულებები სადაც საქართველომ წარმატებებს მიაღწია და ეს ჩემი განცხადება არ არის მიმართული საგარეო მომხმარებლისთვის, რომ იქ გამოვჩნდეთ უფრო ტოლერანტული ჩვენს ოპონენტებთან მიმართებაში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ამ ქვეყანაში რაღაცეები, რაც ჩვენს მოქალაქეებს და მეც მომწონდა, მომწონდა საგადასახადო, საბაჟო რეფორმა. თუმცა 2007 წლიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი, ესეც არ უნდა დავფაროთ, მაგრამ ამაზე აქცენტების გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს, უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე.
მე ვთავაზობ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რომ დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები, რაც არ უნდა ევროპელები ვიყოთ , ჩვენ ვართ კავკასიელები, პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდინებელი, ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლოს. ისე წავიდეთ წინ რომ არ ვლანძღოთ ერთმანეთი. შეიძლება არ მოგწონდეს ვინმეს აზრი მაგრამ განსხვავებული აზრის გამო არ უნდა გეზიზღებოდეს.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






