„დღეს გარკვეული ნაპრალია მთავრობასა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს შორის და ეს გარკვეულწილად გახლავთ იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა არ იყოს იმდენი, რამდენიც იყო არჩევნების მოგების შემდგომ. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მისაღები. მე პირადად შავი ჯიპები დასანახად მეზარება, შავი მანქანა აღარ მიყვარს. მგონია, რომ ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი. ჩამოყალიბებული მკაფიო გეგმა გაგვაჩნია იმ სტანდარტებზე, რომელიც უნდა იქნას სახელმწიფო ბიუროკრატიაში. მე არაერთხელ მისაუბრია ჩემს თანამოაზრეებთან, რომ ქვეყანაში სადაც საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ არის მაღალი და ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ ერთ-ერთი დაბალშემოსავლაინი ქვეყანა. არ შეიძლება იყოს ამ დონის გარემონტებული ოფისები. იყო ჩვენამდეც და შემდგომაც ისეთი ვითარება, სადაც შესაძლებელი იყო ცოტა უფრო თავმდაბალი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული. მე ღიად ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილებები მისაღები გვაქვს. იყო შემთხვევევი რომ პრემიების გაცემა იყო გადამეტებული. თუმცა ხელფასების შემცირებაზე ვერ დაგეთანხმებით, რადგან თუ კვალიფიკაციის დონეს დავწევთ , საჯარო სექტორში კვალიფიკაციური ადამიანების მოყვანა გაგვიჭირდება, თუმცა შესამცირებელია ბიუროკრატია.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






