"არასოდეს ვერიდებოდი დებატებს ბიძინა ივანიშვილთან"- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:49, 15 Apr, 2016     1559
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის დიანა ტრაპაიძის შეკითხვის პასუხად, რა არის გიორგი კვირიკაშვილის პირადი გამოწვევა და ხომ არ ცდილობს ის დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ის მისი მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობის დამტკიცება არაა:

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის დავამტკიცო დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები თუ არა, მე ამის დამტკიცება არ მჭირდება, გაცილებით დიდი გამოწვევებია, მთავარი გამოწვევა არის რომ შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, რომ ადმაიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონს და უსაფრტხო პირობებში შეძლონ საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის, მე მასთან ძალიან ნორმალური კონსტრუქციული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ყველაზე კარგად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს, რაც შეეხება ჩემს მასთან ურთიერთობას, მე ყოველთვის მქონდა მასთან გულწრფელი ღია ურთიერთობა, არასოდეს ვერიდებოდი დებატებს მასთან და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწვავე კამათი. ეს მისი მხრიდანაც არ ყოფილა უარყოფითად მიღებული. ის რომ მან გამოიჩინა ინიციატივა, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი, ეს იყო მათ შორის იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს დამიმალავს მასთან ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და არცერთ პრონციპულ საკითხთან დაკავშირებით არ გამიკეთებია კომპრომისი იმ კუთხით, რომ არ მეთქვა სიმართლე. ვფიქრობ ეს არის ძალიან სასარგებლო ურთიერთობა, მისი ჩართულობა კი დადებითი კუთხით იქნება, ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და ამას მას ვერავინ აუკრძალავს“- განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42