„გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით ნატოს მხრიდან"- ჯეიმს აპატურაი ხიდაშელს შეხვდა
პოლიტიკა - 20:04, 15 Apr, 2016     1349

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თინათინ ხიდაშელმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს ის დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა. თინათინ ხიდაშელის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ წინადადებების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შესთავაზა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს და პროცესში მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ პირველ სწავლებას, რომლის შეფასებაც დღეიდან იწყება.

„დავიწყეთ შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან. დღეს პირველი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან გავმართეთ, სადაც ვარშავის სამიტისთვის ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მუშა მდგომარეობაში ვისაუბრეთ. დღეს ერთგვარი ნატოს დღე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, რომ მშვიდ, მუშა მდგომარეობაში დეტალურად განვიხილოთ ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო წარდგება ვარშავაში და ის მოლოდინები, რასაც ვარშავიდან ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

როგორც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია. „თავდაცვის მინისტრთან, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. გავიარეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან და პოლიტიკურ შეხვედრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. უკვე გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა და იმედია მსგავსი შეხვედრები ვარშავის სამიტის ფარგლებშიც შედგება. ძირითადად, საუბარი შეეხო არსებითი პაკეტის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს - საწვრთნელი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. ვმუშაობთ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თემაზე. უკვე გვქონდა ერთი სწავლება და კიდევ ვგეგმავთ სხვა ტრენინგებსაც, რომელიც საქართველოში პარტნიორებისთვის ჩატარდება. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გვექნება სამიტი და შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ, სადაც ავღანეთის მისიის განხილვა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მოხდება. რა თქმა უნდა, იქ საქართველოც იქნება წარმოდგენილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო, რომელიც მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნამდვილად კარგი შეფასებები გაკეთდება. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით კი ნატოს მხრიდან, რათა ალიანსი უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ჩემი საქმეა, დაგეხმაროთ, იყოთ კმაყოფილები და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს გენერალური მდივნი თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42