პრეზიდენტის ფონდი მისი ხელსაქმიდან შემოსული ფულით არაა შევსებული- მეჭიაური მარგველაშვილს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 19:01, 15 Apr, 2016     1303
გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების საკითხში პრობლემა შეექმნება, ის მზადაა მთავრობას პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმაროს, უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პრეზიდენტის ფონდი მარგველაშვილის საკუთრება არაა და მან საარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი არ უნდა ხარჯოს:

“მაგას საიდან აქვს ბიუჯეტი, ვერ გავიგე, რამე ფული იშოვნა სადმე თავისი? პრეზიდენტის ფონდი იგივე ბიუჯეტია და ჩვენი გადახდილი ფულით არის შევსებული და არა მისი ხელსაქმიდან შემოსული თანხით. თუ რამე სხვა ფული გააჩინა, მაშინ ადგეს და აქედან გამომდინარე დააფინანსოს საარჩევნო კამპანია და არა ჩვენი ფული ხარჯოს. ასე თამამად რომ ლაპარაკობს - ჩემი ფონდიდან დავხარჯავო, სადაა, ნახოს, მოიძიოს ჯერ თავისი ფული. ”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. მისივე თქმით, თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმაროს.

„ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ, შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან.მთავრობას მაისის დასაწყისამდე აქვს შესაძლებლობა, რომ ამ თვალსაზრისით ყველანაირად მოემზადოს.“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42