ომბუდსმენის ოფისს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესტუმრნენ
პოლიტიკა - 18:40, 15 Apr, 2016     1046

2016 წლის 14 და 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს ეწვივნენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები: ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანსენი, ევროპის საბჭოს პროგრამის „HELP in 28–ის“ კოორდინატორი ევა პასტრანა და გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების საკითხებში მაინა კიაი.

ორდღიან შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა გასული წლის საქმიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს, მიმოიხილეს 2015 წელს მრჩეველთა საბჭოს მიერ ომბუდსმენისთვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, მიაწოდეს ინფორმაცია 2015 წელს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კუთხით გამოვლენილი ტენდენციების შესახებ, ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოვების შედეგად, აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე. საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედება სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების კუთხით.

მაინა კიაიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშულთა გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ომბუდსმენს ურჩია, საზოგადოების მხრიდან გამოძიების მიმართ სწორი მოლოდინების შექმნის მიზნით, გაეცნოს იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც სასამართლოს წარსულში ჩაუტარებია გამოძიება.

მაინა კიაის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყოს აქტიური მუშაობა კორუფციის, როგორც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სავარაუდო შემთხვევების შესასწავლად, განსაკუთრებით ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ გახმაურების ფონზე. ასევე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის მიერ განსაკუთრებული საქმეების შესახებ სასამართლო მეგობრის მომზადების პროცესში გაეროს სპეციალური მომხსენებლების მონაწილეობის მნიშვნელობას.

ევა პასტრანამ ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

იორგენ იოჰანსენმა აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიებისათვის აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს დამნაშავე სტრუქტურებსა თუ პირებს. „აუცილებელია, გაირკვეს – რა ხდება სპეცსამსახურების დახურულ კარებს მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებული იქნეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება სპეცსამსახურების საქმიანობაზე საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის მიმართულებით “ – განაცხადა მრჩეველმა.

ოგე ბორჩგრევინკმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მიუძღვნა ლოპოტას სპეცოპერაციას და წლიურ საპარლამენტო ანგარიშებშიც არაერთხელ მიუმართავს ხელისუფლებისათვის, გამოძიება წინ არ წასულა. მრჩეველი საკითხის გადაჭრას და ხელისფლების მხრიდან მეტი ყურადღების გამახვილებას ითხოვს.

მრჩევლებმა ასევე შეიმუშავეს წერილი პარლამენტისა და მთავრობისადმი, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სახალხო დამცველის ოფისის სათანადო შენობით უზრუნველყოფაა.

15 აპრილს, შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდგომ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

მრჩეველთა საბჭოს შექმნა სახალხო დამცველის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. საბჭოს მიზანია დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა-განხორციელებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42