პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო საოჯახო ფოტოალბომი გამოიცა
პოლიტიკა - 18:36, 15 Apr, 2016     1184
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა და მეცნიერის შთამომავლებს შეხვდა.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ქართველი მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ფოტოალბომის "სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" პრეზენტაცია გაიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„საოცარია ის, რაც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და როგორც აავსეს ჩვენი ქვეყანა მადლითა და ღვაწლით. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ასეთივე დიდი ადამიანის დაბადების დღეს - ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს, რომლის მსგავსებზეც დგას საქართველოს წარსული და მომავალი.

ჩვენ 2016 წელი გამოვაცხადეთ წლად, როდესაც უნდა დაიწყოს რეალურად ბრძოლა და სვლა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებისაკენ. 25 წლის წინ, ჩვენმა თაობამ შეძლო და გახდა დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან. მას შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ნამდვილი - თავისუფალი სახელმწიფო.

ასეთი თავისუფალი სახელმწიფოს შემოქმედი იყო ივანე ჯავახიშვილიც; ადამიანი, რომელმაც თავისუფლების ერთერთი ყველაზე ძლიერი და ქმედითი ატრიბუტი მისცა ჩვენს ერს - იგი თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და ამ მეცნიერების აკვნის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი ფუძემდებელი გახდა.

დღეს, ხოვლედან, ქართლის ამ ულამაზესი წერტილიდან, მსურს მთელ საზოგადოებას, მთელ ქართველ ერს მივულოცო მისი დიდი შვილის - ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე და ვუსურვო ყველას, რომ ამ გზაზე - თავისუფლების გზაზე, რომელიც გულისხმობს განათლებას, პრინციპულობას, ჩვენი ერის, თოთოეული ჩვენგანის სიძლიერისა და თავისუფლებისაკენ ემოციურ სწრაფვას - დადებული აგური შეენარჩუნებინოს და კიდევ უფრო წინ წაეწიოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, უნივერსიტეტის პრორექტორმა დარეჯან თვალთვაძემ და ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა თარხუჯ ჯავახიშვილმა მიმართეს და ყურადღება, ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის უდიდეს ღვაწლზე გაამახვილეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმი დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42