საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მორიგ განმარტებებს აკეთებს არჩევნების თარიღსა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადებზე. აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ 8 ოქტობერი პრემიერისა და პრეზიდენტის შეთანხმების შედეგად გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღად:
„თითქმის ორი დღის განმავლოაბში გვესმის ხატოვანი განცხადებების მთელი კასკადი და არაკვალიფიციური შეფასებები სახელმწიფო მართვის საკითხებთან მიმართებით, იქნება ეს იმპიჩმენტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტი და ასე შემდეგ, ასეთი ტიპის უარგუმენტირებულობა, ასეთი ტიპის არაკვალიფიციური შეფასებები, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის და საარჩევნო კამპანიის ადრე დაანონსებასა, გამოცხადებასა და შემდგომში გამოცემასთან დაკავშირებით, ცხადია აქ გადაწყვეტილების შეცვლაზე საუბარი არ არის.
პრემიერი და პრეზიდენტი ერთობლივად შეთანხმდნენ არჩევნების თარიღის გამოცხადებაზე, სხვა მხრივ განცხადება გაკეთებულია, საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს ადრე იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ ყველა შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში განახორციელონ სრულად საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






